თანხმობა პირდაპირ მარკეტინგზე

ღილაკის მონიშვნით ვადასტურებ, რომ გავეცანი სს “სილქ ბანკის” კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ბმული: https://www.silkbank.ge/privacy-policy/) და ვეთანხმები, რომ ბანკმა პირდაპირი მარკეტინგის (საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების შეთავაზება ან აღნიშნულის თაობაზე ინფორმირება) მიზნით (სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებით, ტელეფონის, ფოსტის, ელ. ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით) დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები (საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, კომუნიკაციის და ფინანსური მონაცემები, ბანკის პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩემ მიერ გენერირებული ინფორმაცია).

ინფორმირებული ვარ, რომ მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა არ არის სავალდებულო და თანხმობის გაუცემლობა ან შემდგომ გამოხმობა არ გამოიწვევს ჩემთვის ძირითადი მომსახურების შეწყვეტას/მომსახურებაზე უარის თქმას. მაქვს უფლება ნებისმიერ დროს გამოვიხმო თანხმობა და მოვითხოვო პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ბანკი კი ამ მოთხოვნის რეალიზებას უზრუნველყოფს სრულიად უსასყიდლოდ, იმავე ფორმით, რომლითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი. თანხმობის გამოხმობა შემიძლია ნებისმიერ დროს ბანკში გამოცხადების ან/და საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, მათ შორის, ცხელი ხაზის - 032 2 242 242 ან/და ელ. ფოსტის - dpo@silkbank.ge ან/და უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას შემოთავაზებული უარის თქმის მექანიზმის მეშვეობით.