სს „სილქ ბანკი“ (შემდგომში - ბანკი ან ჩვენ) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - პოლიტიკა) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გაცნობთ, თუ როგორ ვამუშავებთ და ვიყენებთ SILK APP-ში (შემდგომში - აპლიკაცია) რეგისტრირებული მომხმარებლების (შემდგომში - მომხმარებელი ან თქვენ) პერსონალური მონაცემებს. პოლიტიკით ასევე განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი მონაცემების დამუშავებისას და გაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ გიცავთ კანონი. ამასთან, პოლიტიკა განსაზღვრავს თქვენ არჩევანს თქვენი მონაცემების გამოყენებასთან, წვდომასთან, კორექტირებასა და წაშლასთან დაკავშირებით.
ამ აპლიკაციის გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ თქვენ წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დაეთანხმეთ პოლიტიკით განსაზღვრულ მეთოდებსა და წესებს და ეთანმებით მას.
ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია ამ პოლიტიკაში.
1. ვინ ვართ ჩვენ
სს „სილქ ბანკი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, ლიცენზირებული კომერციული ბანკია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც მონაცემთა დამმუშავებელი. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია: 201955027; იურიდიული მისამართი: ზაარბრუკენის მოედანი 2, თბილისი, საქართველო.
მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.silkbank.ge.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავება
აპლიკაცია, თქვენი თანხმობით, თქვენთვის მომსახურების გაწევის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ან/და ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ გახსნათ საბანკო ანგარიში და მოგეწოდოთ საბანკო მომსახურება, მარტივად და შეუფერხებლად ისარგებლოთ აპლიკაციით და დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეპერსონალიზებული ფორმით.
პრინციპები. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ მონაცემთა დაცვის უფლებებს და შესაბამისად, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
• მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და თქვენთვის გამჭვირვალედ, ღირსების შეულახავად;
• გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და ამ მიზნების შესაბამისად;
• მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, არის თანაზომიერი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
• არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
• ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში (რეალური საჭიროებიდან ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)იდან გამომდინარე).
დამუშავებული მონაცემები. ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან შევაგროვებთ/დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
აპლიკაციაში რეგისტრაციის, აპლიკაციის პროფილი (user) შექმნის მიზნებისთვის:
• აპლიკაციის მომხმარებლის სახელი (user ID)
• ტელეფონის ნომერი
• ელექტრონული ფოსტის მისამართი
აპლიკაციაში რეგისტრაციისას, მომხმარებელს ექნება შეზღუდული წვდომა აპლიკაციაში მოცემულ გარკვეულ საბანკო მომსახურებებთან, თუ ის არ მოახდენს დისტანციურ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, რაც თავის მხრივ, მისცემს მას საშუალებას გახსნას საბანკო ანგარიში და თავისუფლად ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებებით.
იმისათვის, რომ აპლიკაციის ყველა ფუნქცია და უპირატესობა გამოიყენოს მომხმარებელმა, პირველ რიგში, მან უნდა წარადგინოს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან სხვა ნებადართული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი) და გაიაროს დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია აპლიკაციით განსაზღვრული ეტაპების მიხედვით. შესაბამისად, აპლიკაციის მომსახურებების მისაღებად საბანკო ანგარიშის გახსნის მიზნით დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის მუშავდება:
• საბანკო მომსახურების გასაწევად, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (როგორც თქვენი თანხმობით, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. მაგ. ანგარიშის გახსნისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემები; KYC კითხვარი და ა.შ.);
• იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სესიის დროს შეგროვილი ინფორმაცია (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემები);
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია;
• დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესის ნაბიჯების შედეგები და სესიის სხვა მახასიათებლები (დაწყების/დასრულების დრო, სტატუსი, და ა.შ.).
3. უფლებამოსილი პირი და მონაცემთა მიმღებ(ებ)ი
ბანკი მკაცრად იცავს კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას. თუმცა, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვახდინოთ მისი ქვემოთმოცემული პირ(ებ)ისათვის გაზიარება თუ (ა) ეს აუცილებელია მომსახურების ჯეროვნად შესრულებისათვის, (ბ) განსაზღვრულია კანონმდებლობით ან/და (გ) ემსახურება ბანკის ლეგიტიმურ კომერციულ მიზანს. მონაცემების გაზიარება შესაძლოა მოხდეს შემდეგი ორგანიზაციებისთვის:
• ბანკის მშობელი ან/და შვილობილი საწარმო, მისი აფილირებული ან/და ჯგუფის წევრი პირები, ბანკის კონტრაქტორები, მიმწოდებლები, პროვაიდერები ან/და სხვა პირები, რომლებიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე ახორციელებენ ბანკისაგან მიღებული პერსონალური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის დამუშავებას (ბანკის სახელითა და მიზნებისათვის, როგორც მისი უფლებამოსილი პირები, ასევე საკუთარი სახელითა და მიზნებისათვის - დამოუკიდებლად) ან/და ბანკისათვის მათი ან/და ბანკის კლიენტების შესახებ პერსონალური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდებას;
• საზედამხედველო, მაკონტროლებელ ან/და სარეგისტრაციო ორგანოებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს;
• მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებისთვის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს იმ კონტრაქტორებს, რომლებიც ბანკის სახელით ან მასთან ერთად მუშაობენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებაზე;
• აუდიტორები, იურიდული მრჩევლები, კონსულტანტები.
4. კონფიდენციალობის გარანტიები
• ბანკი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• ბანკი ზრუნავს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე).
• თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. თქვენი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და ბანკს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ მომსახურების მოწოდება.
• თუ თქვენ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@silkbank.ge ან დაგვიკავშირდით ამ პოლიტიკაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
• ეს პოლიტიკა ვრცელდება აპლიკაციაზე და ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ამასთან, თქვენ მიერ საბანკო მომსახურების გამოყენებასა და წვდომაზე ვრცელდება „SILK APP-ით სარგებლობის წესები და პირობები“ და „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ ხელშეკრულება“ და სხვა არსებული პოლიტიკები.
• ბანკი არ ახორციელებს კონტროლს იმ ვებგვერდებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, შესაძლოა გამოჩნდეს მის სერვისებში. ამ სხვა ვებგვერდებმა შესაძლოა, თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ მომხმარებელს პერსონალური ინფორმაცია, რაზეც ბანკი პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, ბანკი არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად თქვენ იღებთ. ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
• ბანკი ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ბანკი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება მომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას.
• ბანკი უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და ჩვენი ბიზნესის თავისებურებისა.
• ჩვენ გულისხმიერად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობის პრევენციის ან რისკების მიტიგაციისთვის ან „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ ხელშეკრულების“ ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად ბანკი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს თქვენი მონაცემები.
5. თქვენ სარგებლობთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებებით:
• შესაძლებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს, თქვენი ანგარიშის პარამეტრების სექციიდან გექნებათ წვდომა თქვენ პერსონალურ მონაცემებზე, შეძლებთ განაახლოთ ან მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა. თუ თავად მოკლებული ხართ ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით, რათა გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება.
• შეასწოროთ, განაახლოთ ან/და შეავსოთ თქვენი ინფორმაცია, თუ ის არ არის სწორი ან სრული ან მოგვმართოთ, რათა გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება.
• მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი ან მონაცემებს ვამუშავებთ სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით, მონაცემების დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად ან/და მათი დამუშავება ხდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, ან სტატისტიკური მიზნებისთვის და ამ უფლების განხორციელება შეუძლებელეს ხდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
• მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა ან/და მათი გადატანა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენი თანხმობა, სადაც აპლიკაციას ესაჭიროება მხოლოდ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად. თუ თქვენ აღარ გსურთ, რომ აპლიკაციაში დამუშავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@silkbank.ge. თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს თქვენი აპლიკაციის პროფილის (user) გაუქმებას.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.
• თქვენ ასევე, გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის სამსახურში (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://personaldata.ge) ან სასამართლოში შეიტანოთ საჩივარი ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე.
6. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, ამ ცვლილებების თაობაზე გექნებათ საშუალება გაეცნოთ ინფორმაციას შეცვლილ პირობებზე. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ბანკს გააჩნია თქვენსა და თქვენი აპლიკაციის ანგარიშის შესახებ.
7. როგორ დაგვიკაშირდეთ:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ თქვენი უფლებების რელიაზება (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტებზე. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: dpo@silkbank.ge
მომხმარებელთა უფლებების დაცვა: info@silkbank.ge
დამატებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: + (995 32) 24 22 42
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონსულტანტს ონლაინ ჩატის მეშვეობით.