გაცნობებთ, რომ სს „სილქ ბანკი“ (ს/ნ: 201955027; იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი №2) („ბანკი“) და სს
„სილქნეტი“ (ს/ნ 204566978; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.
თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ., №95) („სილქნეტი“) თქვენი
გადახდისუნარიანობის ანალიზის/შეფასების (% (პროცენტულ) ფორმატში
„განაცხადის ტელკო შეფასებისა“ (Telco application score (TAS) value in
% format) და „სავარაუდო შემოსავლის“ შესახებ მონაცემის; (Estimated
Income (EI) as an integer (EI)) გამოთვლის) მიზნით დაამუშვებენ თქვენს
პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი TAS და EI-ს გამოთვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
თქვენსა და სილქნეტს შორის გაფორმებული მობილური ან/და ფიქსირებული ელ.
საკომუნიკაციო მომსახურების სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე თქვენ
სარგებლობთ სილქნეტის მობილური ან/და ფიქსირებული საკომუნიკაციო
მომსახურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ შესაბამისი თანხმობის
გაცემის შემთხვევაშიც კი, TAS და EI-ს გამოთვლა არ იქნება შესაძლებელი.
Telco Application Score არის თქვენი გადახდისუნარიანობის სავარაუდო
შეფასება, რომელიც ეფუძნება თქვენ მიერ სილქნეტის მობილური ან/და
ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებულ
ინფორმაციას.
Estimated Income არის ინფორმაცია თქვენი სავარაუდო შემოსავლის შესახებ,
რომელიც ეფუძნება თქვენ მიერ სილქნეტის მობილური ან/და ფიქსირებული
საკომუნიკაციო მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
თუ თქვენ ერთდროულად სარგებლობთ ან ბოლო 18 თვის მანძილზე გისარგებლიათ
სილქნეტის მობილური და ფიქსირებული მომსახურებით, TAS და EI-ს გამოთვლის
მიზნით გამოიყენება ორივე მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული
მონაცემები.
-
თქვენი თანხმობის საფუძველზე, თქვენი გადახდისუნარიანობის
ანალიზის/შეფასების მიზნით, ბანკი და სილქნეტი დაამუშავებენ ისეთ
პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა:
-
1.1. თქვენი ასაკი, სქესი, საცხოვრებელი რეგიონი, ტელეფონის
ნომერი, ხელფასის ოდენობა, პირადი ნომერი;
-
1.2. თქვენსა და სილქნეტს შორის გაფორმებული მობილური ან/და
ფიქსირებული ელ. საკომუნიკაციო მოსამსახურეების ხელშეკრულების
ფარგლებში და მის საფუძველზე სილქნეტისათვის სილქნეტის მიერ
სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის ფარგლებში ხელმისაწვდომი,
თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, როგორიცაა თქვენი
სიადენტიფიკაციო მონაცემები, თქვენ მიერ სილქნეტისათვის გადაცემული
ან/და სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შედეგად არაუმეტეს
ბოლო 18 თვის მანძილზე სილქნეტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები,
(მაგ: ინფორმაცია თქვენ მიერ მიღებული ან/და შეძენილი
მომსახურებების შესახებ, მომსახურების გაწევისას დამუშავებული
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები,
საბილინგო მონაცემები, მომსახურების ანგარიშსწორებასთან
დაკავშირებული მონაცემები და სხვ.) და ამ მონაცემების დამუშავების
შედეგად მიღებული მონაცემები;
-
1.3. ზემოთ მითითებული მონაცემების დამუშავების შედეგად
გენერირებული „განაცხადის ტელკო შეფასებისა“ (TAS) და „სავარაუდო
შემოსავლის“ (EI) შესახებ მონაცემები;
-
1.4. თქვენ მიერ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის
მაიდენტიფიცირებელი უნიკალური კოდი, ხოლო თქვენ მიერ თანხმობის
გამოხმობის შემთხვევაში, ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესახებ.
-
კერძოდ, 1.1. პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს ბანკი
გადასცემს სილქნეტს, რომელიც 1.1 და 1.2 პუნქტებში მითითებული
ინფორმაციის ერთობლივად დამუშავებით დაითვლის თქვენს TAS და EI
მონაცემებს. თქვენს TAS და EI მონაცემებს სილქნეტი გადასცემს ბანკს,
რის საფუძველზეც მოხდება თქვენი გადახდისუნარიანობის შეფასება. რაც
შეეხება 1.2 პუნქტში მითითებულ, სილქნეტი ამ ინფორმაციას არ გაუზიარებს
ბანკს.
-
მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გადაცემის მიზანია ("მიზნები“)
თქვენი გადახდისუნარიანობის კომპლექსური ანალიზი/შეფასება. წინამდებარე
თანხმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, ბანკი თქვენს
გადახდისუნარიანობას შეაფასებს სხვა წყაროებიდან კანონიერად
ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
-
თქვენ მიერ გაცემული თანხმობა მოქმედებს გაცემის დღიდან 60 კალენდარული
დღის მანძილზე. ამ ვადის განმავლობაში თქვენი თანხმობა ინარჩუნებს
ნამდვილობას და ბანკი და სილქნეტი უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ მის
საფუძველზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ თქვენ მიერ გაცემული
თანხმობა კარგავს ძალას. თქვენ უფლებამოსილი ხართ ამ ვადის გასვლამდე,
ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა. ეს
გულისხმობს, რომ თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობის შემდგომ ბანკი და
სილქნეტი თანხმობის ფარგლებში გათვალისწინებულ თქვენს პერსონალურ
მონაცემებს ამავე თანხმობით გათვალისწინებული მიზნით აღარ
დაამუშავებენ. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს მის
გამოხმობამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
-
ბანკი და სილქნეტი ვალდებულნი არიან დაიცვან პერსონალური მონაცემები
არსებული ან/და პოტენციური საფრთხეებისაგან და დანერგონ სათანადო
ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნას
თქვენი პერსონალური მონაცემების მთლიანობა, კონფიდენციალურობა და
ხელმისაწვდომობა.
-
ბანკი და სილქნეტი თქვენს პერსონალური მონაცემებს შეინახავენ სულ მცირე
იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მე-3 პუნქტში მითითებული მიზნების
მისაღწევად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ როგორც ბანკი, ისე სილქნეტი
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ზემოთ აღნიშნული მიზნებისაგან
განსხვავებული მიზნებითაც, მაგ. საბანკო ან სატელეკომუნიკაციო
მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, თითოეული პირი
უფლებამოსილია თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახოს იმ ვადით, რა
ვადაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მე-3 პუნქტში მითითებული
მიზნებისაგან განსხვავებული მიზნების მისაღწევადაც.
-
გაცნობებთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ
ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე,
მოითხოვოთ ინფორმაცია ამ მონაცემთა დამუშავების შედეგად მიღებული
გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება
გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი
გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე,
მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება,
დაბლოკვა, წაშლა/განადგურება.
-
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას სილქნეტი
და ბანკი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის არსებული
შეთანხმებისა და თითოეული მხარის პოლიტიკ(ებ)ის, მათ შორის
კონფიდენციალობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის განაცხადის შესაბამისად.
-
ბანკის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების
დამუშავების თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბანკის
კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადში ლინკზე:
https://old.silkbank.ge/legal/personal-data-protection. ბანკის მიერ თქვენ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ
მიმართოთ ბანკს მის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი,
ზაარბრუკენის მოედანი №2, ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს,
დაუკავშირდეთ კომპანიას მის ცხელ ხაზზე: 032 2 242 242 ან მიმართოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ ფოსტის შემდეგ მისამართზე
dpo@silkbank.ge. ან
info@silkbank.ge.
-
სილქნეტის მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას პერსონალური
მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
სილქნეტის კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის
განაცხადში ბმულზე:
https://silknet.com/ge/company/privacy-policy. სილქნეტის მიერ თქვენ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენ
შეგიძლიათ მიმართოთ სილქნეტს მის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ.
თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ., №95, ეწვიოთ სილქნეტის ნებისმიერ
ფილიალს, დაუკავშირდეთ კომპანიას მის ცხელ ხაზზე: 032 2 100 100; 110
110 ან მიმართოთ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართებზე:
dpo@silknet.com, ან
info@silknet.com.