“SilkApp”-ით სარგებლობის წესები და პირობები

1. შესავალი

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სს „სილქ ბანკის“ (შემდგომში - ბანკი) აპლიკაციით -„SilkApp“-ით სარგებლობის წესებს და პირობებს (შემდგომში - “პირობები”), რომელიც განსაზღვრავს იმ პროდუქტების, მომსახურებისა და ფუნქციონალების აღწერილობას, რაც ხელმისაწვდომია „SilkApp“-ის აპლიკაციაში, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს SilkApp-ით სარგებლობის პროცესში და სხვა დებულებებს რაც მნიშვნელოვანია კლიენტის მიერ SilkApp-ით სარგებლობისას.

1.2. ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულებით (შემდგომში ”ხელშეკრულება”), რომელიც შედგება:

1.2.1. განაცხად(ებ)ისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შევსებულია კლიენტის მიერ, ხელმოწერილია მხარეთა მიერ ან/და კლიენტი დათანხმებულია ელექტრონული ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით;

1.2.2. წინამდებარე პირობებისაგან;

1.2.3. ფიზიკური პირის მომსახურების გენერალური ხელშეკრულებისგან

1.2.4. ნებისმიერი დამატებითი პირობებისაგან, დანართისაგან ან/და განაცხად(ებ)ისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეეხება ბანკის, მისი შვილობილ(ებ)ის, აფილიატ(ებ)ის ან/და ბანკის კონტრაქტორი პირების არსებულ ან/და მომავალში შეთავაზებულ მომსახურებასა თუ პროდუქტს (შემდგომში - ”პროდუქტები“ ან „პროდუქტი” ან „მომსახურება“) და რომელიც საჭირო იქნება კლიენტის მიერ დამატებითი და/ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო მომსახურებ(ებ)ით სარგებლობისათვის.

1.3. წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით კლიენტი ვალდებულია:

1.3.1. ყველა სახის მომსახურების და პროდუქტის გამოყენებისათვის სრულად გაეცნოს ხელშეკრულებას;

1.3.2. სრულად შეავსოს და ხელი მოაწეროს/დაეთანხმოს (მათ შორის ელექტრონული ფორმით) სათანადო განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, და გარანტიას იძლევა, რომ: (ა) განაცხადი შეავსებულია სრულად; (ბ) განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი; (გ) განაცხადის ხელმოწერამდე ან/და სხვა ფორმით თანხმობის გამოხატვამდე სრულად გაეცნო საბანკო მომსახურების პირობებს;

1.3.3. საკუთარი თავის იდენტიფიცირების მიზნით წარმოუდგინოს ბანკს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

1.3.4. განახორციელოს მისი იდენტიფიკაციის მიზნით ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ქმედება;

1.4. ბანკი იტოვებს უფლებას, უარი განუცხადოს კლიენტს მომსახურების გაწევაზე, თუ კლიენტმა სათანადო წესით არ შეავსო, ხელი არ მოაწერა/არ დაუდასტურა ან ბანკს არ წარუდგინა ბანკის მიერ მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტი ბანკისათვის მისაღები ფორმით და შინაარსით ან/და არ გაიარა იდენტიფიკაციის პროცესი ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

1.5. ბანკს უფლება აქვს შეამოწმოს კლიენტის მიერ მისთვის (ბანკისათვის)მიწოდებული ან/და კლიენტის შესახებ ნებისმიერი სხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია, რაზედაც კლიენტი აცხადებს ერთმნიშვნელოვან და უპირობო თანხმობას.

1.6. კლიენტის მიერ პირობებში აღწერილი რომელიმე პროდუქტის ან/და მომსახურების (ან მისი ნაწილის) ბანკის თანხმობით გამოყენება განიხილება როგორც კლიენტის თანხმობა წინამდებარე პირობების შესაბამისად აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის პირობებზე.

1.7. ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პირობებში გათვალისწინებული წესები ან/და ხელშეკრულების სხვა შემადგენელ დოკუმენტებში მოყვანილი წესები, პირობები ან/და ტარიფები იმისათვის, რომ ისინი (პირობები) შესაბამისობაში მოვიდეს ბანკში დადგენილ ახალ წესებთან, შეცვლილ საბაზრო პირობებთან, საბანკო პრაქტიკასთან ან/და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.

1.8. ხელშეკრულების და წინამდებარე პირობების განახლების/ცვლილებების შესახებ კლიენტს ეცნობება ბანკის მიერ განსაზღვრული წესით, ხოლო თუ ბანკი განახორციელებს დამატებითი პროდუქტის პირობების ჩამოყალიბებას/მომსახურების ჩართვას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მოხდება შესაბამისი განაცხად(ებ)ის შევსების ან/და შესაბამისი დანართ(ებ)ის კლიენტისათვის მიწოდების საფუძველზე ან/და ბანკის მიერ დადგენილი სხვა წესით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კლიენტის ელექტრონული თანხმობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ ბანკი კლიენტს არ გადასცემს შესაბამის დანართს ან კლიენტი არ გაეცნობა განახლებულ პირობებს, მაგრამ კლიენტი განახორციელებს/გააგრძელებს ახალი ან განახლებული პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობას იგულისხმება, რომ იგი აღნიშნული ქმედებით ეთანხმება იმ დროისათვის ბანკში არსებულ შესაბამისი მომსახურების პირობებს

2. ტერმინთა განმარტებები

2.1. აპლიკაცია – მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ბანკის დისტანციური არხის, საბანკო მომსახურებ(ებ)ის ან/და ბანკის შვილობილი, ბანკის აფილიატი ან/და ბანკთან დაკავშირებული სხვა პირების მომსახურებების შეთავაზების/მომსახურებ(ებ)ის მიწოდების ციფრულ საშუალებას.

2.2. აფილირებული პირ(ებ)ი - ბანკთან დაკავშირებული პირ(ებ)ი, რომ(ე)ლ(ებ)იც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება ბანკის მიერ ან/და რომლის/რომელთა საშუალებითაც ბანკი ახორციელებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურებას;

2.3. მომსახურება – ბანკის, მისი შვილობილ(ებ)ის, აფილიატ(ებ)ის ან/და ბანკთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ აპლიკაციის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურებ(ებ)ი;

2.4. საბანკო მომსახურება – სს „სილქ ბანკის“ მიერ შეთავაზებული საბანკო მომსახურებები რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება, საბანკო ანგარიშით, საგადახდო მომსახურებით, სადეპოზიტო და საკრედიტო პროდუქტებით და სხვა ბანკისათვის ნებადართული საბანკო მომსახურება(ები), რომელიც განსაზღვრულია ან/და სამომავლოდ განისაზღვრება საბანკო მომსახურების პირობებით;

2.5. საბანკო სისტემა -პროგრამული გადაწყვეტა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების ადმინისტრირება, საბანკო მომსახურების მართვა და შესრულება, მათ შორის, მონაცემთა შენახვა და დამუშავება.

2.6. მიმდინარე ანგარიში – სს „სილქ ბანკში“ არსებული კლიენტის მიმდინარე, საბანკო ანგარიში. იხსნება მხოლოდ კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ.

2.7. პროფილი - საბანკო სისტემაში რეგისტრაციის შედეგი, რომლის დროსაც ინახება რეგისტრირებული კლიენტის მონაცემები, იქმნება ავტორიზაციის სახელი და განისაზღვრება კლიენტის უფლებები სისტემაში.

2.8. ვერიფიცირებული ნომერი - საბანკო სისტემაში დაფიქსირებული კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ვერიფიკაციას გადის ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ბანკის მიერ საკუთარი (ბანკის) შეხედულებისამებრ გამოიყენება კლიენტთან კომუნიკაციისას ან/და ოპერაციის, დავალების ან/და საბანკო პროდუქტით მომსახურების/საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის გარიგების) დასადასტურებლად;

2.9. ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი - კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდი, რომელიც გამოიყენება ვერიფიცირების, ავტორიზაციის, ავთენტიფიკაციისა და კლიენტის მხრიდან ბანკისათვის მიცემული დავალებების, მოთხოვნილი ოპერაციებისა ან/და მომსახურებების დადასტურებისათვის;

2.10. საბანკო მომსახურების პირობები - „გენერალური ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ“ შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე ფიზიკური პირების მომსახურების ხელშეკრულებები (silkbank.ge) და არეგულირებს კლიენტის მიერ საბანკო ანგარიშითა და სხვა საბანკო პროდუქტ(ებ)ითა და მომსახურებ(ებ)ით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

2.11. უნიკალური იდენტიფიკატორი – ტელეფონის ნომერი, ანგარიშის ნომერი ან ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თანხის მიმღების დასადგენად და საგადახდო დავალების შესასრულებლად;

2.12. კლიენტის მიერ დაგენერირებული კონტენტი - ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, საჯარო ან/პირადი განცხადება/განაცხადი, ინდივიდუალური ან/და ჯგუფური მესიჯების საშუალებით კომუნიკაცია, რომელიც გენერირდება კლიენტის მიერ, აპლიკაციის გამოყენებით ან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით;

3. კლიენტის განცხადებები და გარანტიები

3.1. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას რომ:

3.1.1. კლიენტს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას), იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს ან სხვა ფორმით დაეთანხმოს და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.1.2. კლიენტის მიერ ბანკისათვის წარდგენილი ინფორმაცია ზუსტი, უტყუარი და სრულია;

3.1.3. კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებით არ დაირღვევა სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობები ან კლიენტის სხვა ვალდებულებ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან რაიმე სახის კანონი, დებულება, წესი, განკარგულება, სასამართლო გადაწყვეტილება, ბრძანება, მითითება, სასამართლო დადგენილება ან სახელმწიფოს, სახელმწიფო ან მარეგულირებელი ორგანოს, სასამართლო ან საარბიტრაჟო ორგანოს მიერ დაწესებული რაიმე შეზღუდვა, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებელია კლიენტი.

3.1.4. იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობითაც შესაძლოა ბანკს მიადგეს მატერიალური ან სხვა სახის ზიანი/ზარალი და დაიცავს ბანკს ამგვარი სახის ზიანისაგან/ზარალისაგან.

3.1.5. არ განახორციელებს იმგვარ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც შესაძლოა ბანკს მიადგეს ნებისმიერი სახის ზიანი/ზარალი და ასეთი შედეგის დადგომის შემთხვევაში აცნობიერებს ბანკის უფლებამოსილებას გამოიყენოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები.

3.1.6. მისი მხრიდან ადგილი არ აქვს/ექნება არცერთი ქვეყნის კანონმდებლობითგათვალისწინებულ სამართალდარღვევებს (ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სხვა), მათ შორის და არამხოლოდ: ფულის გათეთრება, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წეს(ებ)ის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ და ფულად-საკრედიტო სისტემაში.

3.1.7. არ წარმოადგენს სანქციების დამდგენი ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციით ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვით/აკრძალვით (მათში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) დასანქცირებულ პირს;

3.1.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და ბანკთან დადებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;

3.1.9. კლიენტის მიერ ელექტრონული ფორმით გაკეთებულ თანხმობას (მაგ. ეკრანზე თანხმობის ღილაკის დაჭერას, მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის ბანკისთვის კარნახს ან/და სხვა ქმედებას, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს კლიენტის ნებას) ან მხარეთა შორის ელექტრონული ფორმით დადებულ ნებისმიერ გარიგებას (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად აღნიშნული გარიგების დადებაზე ელექტრონული ფორმით ნების გამოვლენას/დათანხმებას) აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა (მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა).

3.1.10.აპლიკაციით სარგებლობისას, კლიენტის მიერ დაგენერირებული კონტენტი (მათ შორის ინდივიდუალური და ჯგუფური მესიჯების საშუალებით კომუნიკაცია):

3.1.10.1. არ მოემსახურება თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

3.1.10.2. არ მოიცავს ინფორმაციას მოპარული ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

3.1.10.3. არ შეეხება მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

3.1.10.4. არ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

3.1.10.5. არ მოიცავს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

3.1.10.6. არ მოიცავს მუქარას ვინმეს მიმართ.

3.1.10.7. არ შეიცავს შეურაცხმყოფელ ენას

3.1.10.8. არ წარმოადგენს შევიწროებას ან ბულინგის

3.1.10.9. არ მოუწოდებდეს ვინმეს კრიმინალური ქმედებისკენ.

3.1.10.10. არ გაუწევს მხარდაჭერას, ან დააპროვოცირებს ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ქმედებებს.

3.1.10.11. არ მოიცავს პორნოგრაფიულ შინაარსს.

3.1.10.12. რაიმე სხვა გზით არ დაარღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

3.2. კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბანკს ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პირობებში მოცემული განცხადებებისა და გარანტიების დარღვევა ან წინააღმდეგობაში მოვიდეს აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან.

3.3. აღნიშნული განცხადებებისა და გარანტიების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად აპლიკაციით სარგებლობისას, კლიენტის მიერ დაგენერირებული კონტენტთან დაკავშირებული განცხადებებისა და გარანტიების) დარღვევის შემთხვევაში კლიენტი თანახმაა ბანკს აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი ნებისმიერი ზარალისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისაგან, ხარჯისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ბანკი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისაგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისაგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.

4. აპლიკაციის ფუნქციები და მოხმარების პირობები

4.1. აპლიკაციის ფუნქციები და დანიშნულება:

4.1.1. აპლიკაცია წარმოადგენს უნივერსალურ მობილურ აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კლიენტ(ებ)ს ერთ სივრცეში ისარგებლონ სხვადასხვა ციფრული სერვისებით/მომსახურებებით რაც შეიძლება გულისხმობდეს როგორც საბანკო მომსახურებებს, ისე ელექტრონული კომერციის, კომერციული პლატფორმის, ტელეკომუნიკაციების, გადახდების, არამატერიალური ქონებრივი აქტივების მართვა/განკარგვის, ლოიალობისა და ჰოსპითალითი სერვისების ციფრულ მომსახურებებს რაც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების/საქმიანობის შესრულებასთან.

4.1.2. კლიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მის მობილურ მოწყობილობაში აპლიკაცია ჩამოტვირთული და დაყენებულია მხოლოდ „Apple Store“-ისა და „Google Play“-ის მარკეტებიდან

4.1.3. კლიენტს, რომელსაც გაეხსნება საბანკო ანგარიში სს „სილქ ბანკში“, აპლიკაციის საშუალებით შეუძლია ისარგებლოს სილქ ბანკის საბანკო მომსახურებით. სილქ ბანკის საბანკო მომსახურების პირობები განთავსებულია შემდეგ ბმულზე - ფიზიკური პირების მომსახურების ხელშეკრულებები (silkbank.ge);

4.1.4.აპლიკაციის ფუნქციონალის განახლების/გაუმჯობესების თაობაზე, კლიენტს მიეწოდება ინფორმაცია კლიენტის მობილურ მოწყობილობაზე (push შეტყობინებების სახით, ან აპლიკაციის ფარგლებშივე). მნიშვნელოვანი ცვლილებების და/ან დიდი სიახლეების თაობაზე, შესაძლებელია კომუნიკაცია განხორციელდეს კლიენტის ვერიფიცირებულ ნომერზეცაპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს მობილურ მოწყობილობაზე გამოყენებული ოპერაციული სისტემის მიხედვით.

4.2. რეგისტრაცია

4.2.1. რეგისტრაციის ველზე კლიენტის მიერ უნიკალური მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით და აღნიშნულ ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის აპლიკაციაში შეყვანით, კლიენტი ეთანხმება წინამდებარე პირობებს, ასევე სხვა პირობებს რაზე თანხმობაც მოთხოვნილი იქნება ბანკის მიერ რეგისტრაციის ეტაპზე და ავერიფიცირებს აღნიშნულ ნომერს. ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისა და აღნიშნულ პირობებზე თანხმობით, კლიენტი ასრულებს რეგისტრაციას და სისტემაში იქმნება კლიენტის პროფილი. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კლიენტი ეთანხმება, რომ ბანკი უფლებამოსილია დასაბუთების გარეშე უარი თქვას კლიენტის რეგისტრაციაზე.

4.2.2.კლიენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი.

4.2.3. კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია ადასტურებს, რომ კლიენტი ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ისინი.

4.2.4.კლიენტის სათანადო წესით სრულ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციამდე, რეგისტრირებული კლიენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს აპლიკაციის ფუნქციებით, გარდა საბანკო მომსახურებისა.

4.3. აპლიკაციის გამოყენებით საბანკო ანგარიშის გახსნა

4.3.1.სს „სილქ ბანკში“ ანგარიშის გახსნისა და აპლიკაციის მეშვეობით საბანკო მომსახურებით სარგებლობის მიზნით, კლიენტი რომელიც ჯერ არ სარგებლობს ბანკის ანგარიშითა და მომსახურებით, ვალდებულია გაიაროს ანგარიშის დისტანციურად გახსნის პროცესი, რაც შეიძლება მოიცავდეს კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას ბანკის მიერ დანერგილი პროგრამული გადაწყვეტის მეშვეობით, ბანკისათვის სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებას, თანხმობას საბანკო მომსახურების წესებსა და პირობებზე (ან ამ და სხვა პირობებზე რაც განსაზღვრული იქნება ანგარიშს დისტანციურად გახსნის პროცესში), განაცხადს ანგარიშის გახსნაზე ან/და სხვა საბანკო მომსახურების მიღებაზე, KYC კითხვარის შევსებას.

4.3.2.ზემოაღნიშნული ანგარიშის დისტანციურად გახსნის პროცესის წარმატებით გავლისა და საბანკო ანგარიშის გახსნის შემდგომ, კლიენტი უფლებამოსილია ისარგებლოს სვადასხვა საბანკო მომსახურებ(ებ)ით/პროდუქტებით, რაც ბანკის მიერ შეთავაზებული იქნება აპლიკაციის მეშვეობით.

5. უსაფრთხოება

5.1. ვინაიდან აპლიკაცია ითვალისწინებს საგადახდო მომსახურებებს, საბანკო და ფინანსურ სერვისებს, კლიენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მობილური მოწყობილობის (საგადახდო ინსტრუმენტის) უსაფრთხოება, რომელშიც ჩაწერილია აპლიკაცია, არ დატოვოს აპლიკაცია ჩართული/აქტივირებული და არ გადასცეს ან დატოვოს პაროლები სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ კლიენტი ეჭვობს, რომ აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი ან სხვა პაროლები ცნობილი გახდა სხვა პირებისთვის, მან დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს საკუთარი აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი და/ან ანგარიშის პაროლი. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, კლიენტმა საბანკო მომსახურების პირობებით განსაზღვრული წესით უნდა აცნობოს ბანკს აღნიშნულის შესახებ, რათა დაიბლოკოს აპლიკაციით ანგარიშის მართვის შესაძლებლობა, სანამ არ შეიქმნება ახალი პაროლი.

5.2. კლიენტი ვალდებულია დააყენოს შესაბამისი სტანდარტის მქონე პაროლი, რაც აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს და მოიცავს არანაკლებ ერთ დიდ ლათინურ ასოს, ერთ პატარა ლათნურ ასოს, ერთ რიცხვს და შედგება არანაკლებ 8 სიმბოლოსგან.

5.3. კლიენტი უფლებამოსილია, აპლიკაციის გამოყენებით, სხვა კლიენტების მხრიდან „კლიენტის მიერ გენერირებული კონტენტის“ ფარგლებში შეუსაბამობის (შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ბულინგის ან/და შევიწროების შემცველი მიმოწერები, სიძულვილის ენა, შეუსაბამო მედიის გამოყენება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, თაღლითობის რისკის ან/და სხვა სახის შეუსაბამობების) აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს ბანკს აღნიშნული კონტენტის გასაჩვრების მოთხოვნით. რაც იმთავითვე გულისხმობს, კლიენტის მიერ მსგავსი დარღვევების შემთხვევაში კლიენტის მიერ გენერირებული კონტენტის გასაჩივრების შესაძლებლობასაც. ბანკის მიერ საჩივრის განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო 24 საათისა და ბანკის მიერ ასეთი შეუსაბამობების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია ბანკის მიერ განხორციელდეს 6.4 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რაც არ ზღუდავს ბანკს ზიანის/ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისგან.

6. პასუხისმგებლობა

6.1. თუ კლიენტი რაიმე მიზეზით ვერ შეძლებს აპლიკაციაში შესვლას ან აპლიკაციასთან ერთად გამოყენებული მოწყობილობა, პროგრამა ან ოპერატიული სისტემა შეწყვეტს მუშაობას ანაპლიკაცია არ მუშაობს კლიენტის მოლოდინის შესაბამისად ან ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ან მესამე პირების (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფის, ოპერატიული სისტემის, ოპერატორების და ა.შ.) ზემოქმედების შედეგად მომსახურება დროულად ვერ იქნა გაწეული - ბანკი არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული მიზეზებით კლიენტისათვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე.

6.2. კლიენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ კლიენტის მიერ ბანკისათვის წარდგენილი და პროფილთან დაკავშირებული მობილურის ნომერი და/ან ელ. ფოსტის მისამართი ეკუთვნის თავად კლიენტს.

6.3. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დანაკარგზე/ზიანზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიენტის მიერ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობით. ასევე არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ სატელეკომუნიკაციო ქსელების გაუმართაობის შედეგად მიღებულ ზიანზე.

6.4. კლიენტის მიერ წინამდებარე პირობებით განსაზღვრული განცხადებებისა და გარანტიების დარღვევა (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად კლიენტის მიერ 3.1.11. პუნქტით განსაზღვრული დაგენერირებული კონტენტისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა) საკმარის საფუძველს წარმოადგენს, ბანკის მიერ, უპირობოდ, კლიენტის პროფაილის დროებით ან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის ან/და პროფაილის გაუქმებისათვის, რაც ამავდროულად შესაძლოა მოიაზრებდეს კლიენტის საბანკო ანგარიშის დახურვასაც.

7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

7.1. ბანკის ან/და აპლიკაციით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირების მიერ კლიენტის მონაცემთა დამუშავების პირობები და პოლიტიკა რეგულირდება „კონფიდენციალობის პოლიტიკითა“ და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“, რომელსაც ეთანხმება კლიენტი.

8. საბოლოო დებულებები

8.1. აღნიშნული წესები კლიენტის მიერ დასტურდება აპლიკაციის ჩამოტვირთვითა და მასში რეგისტრაციით. კლიენტზე ვრცელდება ამ წესებისა და საბანკო მომსახურების პირობების ყველა მოქმედი პირობა.

8.2. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული წესებით, რეგულირდება საბანკო მომსახურების პირობებით.